არამხატვრული ლიტერატურა
Seven and a Half Lessons About the Brain
„უაღრესად ხელმისაწვდომი, შინაარსით მდიდარი და საოცრად მარტივად საკითხავი... მომხიბვლელი და ინფორმაციული... პოპულარული მეცნიერების საუკეთესო ნიმუში.“ — The Observer
ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ გაქვთ ტვინი? ცნობილი ნეირომეცნიერი და ბესტსელერის, „როგორ იქმნება ემოციები“ (How Emotions Are Made), ავტორი ლიზა ფელდმენ ბარეტი დაგეხმარებათ, უკეთ გაიცნოთ და ამოიცნოთ ის დიდი, ნაცრისფერი ორგანო, რომელიც თქვენს თავშია მოთავსებული.
შვიდ მოკლე თავში (პლუს ტვინის ევოლუციის მოკლე ისტორიაში) ეს პატარა, სახალისო და მარტივად გასაგები წიგნი ნეირომეცნიერების უახლესი კვლევების საფუძველზე წარმოგიდგენთ მნიშვნელოვან აღმოჩენებს, რომლებიც თქვენს წარმოდგენებს გააფართოებს.
შეიტყობთ, საიდან გაჩნდა ტვინი, როგორ არის ის აგებული და რატომ აქვს ამას მნიშვნელობა, ასევე იმას, თუ როგორ მუშაობს თქვენი ტვინი სხვა ადამიანების ტვინებთან ერთად და ქმნის ყველაფერს, რასაც განიცდით და აღიქვამთ.
კითხვისას ასევე გაეცნობით და უარყოფთ ისეთ გავრცელებულ მითებს, როგორიცაა „ხვლიკის ტვინის“ არსებობის იდეა, აზრებსა და ემოციებს შორის თითქოსდა მიმდინარე ბრძოლა ან ბუნებისა და აღზრდის დაპირისპირება, რომლებიც თითქოს თქვენს ქცევას განსაზღვრავს.
როგორც ჩვეულებრივი მკითხველებისთვის, ისე მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანებისთვის საინტერესო საკითხავი, „შვიდნახევარი გაკვეთილი ტვინის შესახებ“ (Seven and a Half Lessons About the Brain) სავსეა მოულოდნელი აღმოჩენებით, იუმორითა და მნიშვნელოვანი მოსაზრებებით ადამიანის ბუნების შესახებ. ეს არის შესანიშნავი წიგნი ჩვენი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ორგანოს შესახებ.
„ფაქიზად რადიკალური... წიგნი გვთავაზობს ცნობიერების სრულიად ახალ, განმანათლებელ მოდელს, რომელიც მკითხველთა უმეტესობისთვის აქამდე უცნობი იქნება.“ — The Guardian







