პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
The Yellow Wallpaper & Herland

მხატვრული ლიტერატურა

The Yellow Wallpaper & Herland

ავტორი
Charlotte Perkins Gilman
ენა
ინგლისური, ინგლისური, ინგლისური
ISBN
9781529042320
გვერდები
240
წონა
1.050   კგ
გამოცემა
2021
ფორმატი
hardback
აღწერა

შარლოტა პერკინს გილმანის პროგრესული შეხედულებები ფემინიზმისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული ძალით არის წარმოჩენილი მის ორ ყველაზე ცნობილ მოთხრობაში. „ყვითელი შპალერი“ (The Yellow Wallpaper) ოსტატურად აღწერს ერთი ქალის ბრძოლას დეპრესიასთან, ხოლო „ჰერლენდი“ (Herland) ქალებით დასახლებული უტოპიური სამყაროს საინტერესო წარმოსახვითი სურათია.

წიგნი Macmillan Collector’s Library-ის სერიის ნაწილია, რომელიც აერთიანებს ულამაზეს, ქსოვილით ყდაგადაკრულ, ჯიბის ზომის კლასიკურ გამოცემებს, ოქროსფერი კიდეებითა და სანიშნე ლენტით. ეს მშვენიერი წიგნები იდეალური საჩუქარია ან სასიამოვნო შენაძენი ნებისმიერი წიგნის მოყვარულისთვის. ამ გამოცემას შესავალი დაურთო ჟურნალისტმა და მწერალმა ლუსი მანგანმა.

„ყვითელი შპალერის“ უსახელო მთხრობელი სხვენის საძინებელშია გამოკეტილი და ახალშობილ შვილს მოწყვეტილი ცხოვრობს. ის საიდუმლო დღიურს აწარმოებს, რომელშიც ოთახის კედლებზე გაკრული მკვეთრი ყვითელი შპალერის რთულ და ცვალებად ორნამენტებს აღწერს. თანდათან მისი ფსიქიკური მდგომარეობა უარესდება და სიგიჟის ზღვარზე აღმოჩნდება. ეს შემზარავი მოთხრობა ავტორის პირად გამოცდილებასა და დეპრესიასთან ბრძოლას ეფუძნება.

„ჰერლენდში“ სამი მამაკაცი ქალებით დასახლებული საზოგადოების აღმოსაჩენად მიემგზავრება. გადმოცემის თანახმად, ეს საზოგადოება ჯუნგლების სიღრმეშია დამალული. რასაც ისინი იქ აღმოაჩენენ, ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდება: მამაკაცებს შეიპყრობენ ქალები, რომლებიც უკვე ორი ათასი წელია მამაკაცების გარეშე, მშვიდობიან და აყვავებულ უტოპიურ საზოგადოებაში ცხოვრობენ.