პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
The Awakening & Other Stories

მხატვრული ლიტერატურა

The Awakening & Other Stories

ავტორი
Kate Chopin, J. Michelle Coghlan
ენა
ინგლისური
ISBN
9781509854127
გვერდები
408
წონა
1.050   კგ
გამოცემა
2018
ფორმატი
hardback
აღწერა

როდესაც „გამოღვიძება“ (The Awakening) პირველად გამოიცა, მკითხველები და ლიტერატურული კრიტიკოსები ამ ნაწარმოებით აღშფოთდნენ. თუმცა დღეს ის ფემინისტური მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გაბედულ და ადრეულ ნიმუშად მიიჩნევა.

ეს გამოცემა მოიცავს ქეით შოპენის გამორჩეულად დაკვირვებულ და შთამბეჭდავ მოთხრობებსაც. წიგნს შესავალი დაურთო დოქტორმა ჯ. მიშელ კოგლანმა, ამერიკული ლიტერატურის სპეციალისტმა.

წიგნი Macmillan Collector’s Library-ის სერიის ნაწილია, რომელიც აერთიანებს ულამაზეს, ქსოვილით ყდაგადაკრულ, ჯიბის ზომის კლასიკურ გამოცემებს, ოქროსფერი კიდეებითა და სანიშნე ლენტით. ეს მშვენიერი წიგნები იდეალური საჩუქარია ან სასიამოვნო შენაძენი ნებისმიერი წიგნის მოყვარულისთვის.

რომანში „გამოღვიძება“ ედნა პონტელიე მეუღლესა და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად დასასვენებლად ლუიზიანის ყურის სანაპიროზე მდებარე წყნარ საკურორტო ქალაქში მიემგზავრება.

იქ მის მიმართ ინტერესს იჩენს მომხიბვლელი და დაუქორწინებელი რობერტ ლებრენი.

ედნა საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესებს არ ემორჩილება. თავდაპირველი ფლირტი სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზრდება, რომელიც მასში უღვიძებს სურვილს, თავი დააღწიოს უსიყვარულო ქორწინებას, შვილებთან დაკავშირებულ ვალდებულებებსა და მეცხრამეტე საუკუნის საზოგადოების მკაცრ წეს-ჩვეულებებს.