არამხატვრული ლიტერატურა
Meditations
დღევანდელი სამყაროსთვის განსაკუთრებით აქტუალური წიგნი — მარკუს ავრელიუსის „ფიქრები“ (Meditations) გვასწავლის, როგორ გავუძლოთ სირთულეებს, როგორ გავუმკლავდეთ ცვლილებებს და როგორ ვიპოვოთ დადებითი მხარე ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი.
წიგნი Macmillan Collector’s Library-ის სერიის ნაწილია, რომელიც აერთიანებს ულამაზეს, ქსოვილით ყდაგადაკრულ, ჯიბის ზომის კლასიკურ გამოცემებს, ოქროსფერი კიდეებითა და სანიშნე ლენტით. ეს მშვენიერი წიგნები იდეალური საჩუქარია ან სასიამოვნო შენაძენი ნებისმიერი წიგნის მოყვარულისთვის. ეს გამოცემა თარგმნილია ა. ს. ლ. ფარქუარსონის მიერ და შეიცავს ჯონ სელარსის შესავალს.
„ფიქრები“ მარკუს ავრელიუსის პირადი ჩანაწერებისა და მსჯელობების კრებულია. ავტორი საკუთარ ცხოვრებაში გადატანილ სირთულეებზე წერს და იკვლევს, როგორ უნდა ვიცხოვროთ გონივრულად და ღირსეულად არაპროგნოზირებად სამყაროში.
ის სტოიკური ფილოსოფიური ტრადიციის მიმდევარი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი იყო — როგორც თავისი აზრების სიცხადით, ისე ცხოვრებისეული პრინციპებით.
მისი აფორიზმები გვიჩვენებს, რომ ცხოვრებისეულ კითხვებზე პასუხი მშვიდი და გონივრული აზროვნების შენარჩუნებაშია. ასევე იმაში, რომ არ დავკარგოთ სიმტკიცე და არ შევშფოთდეთ იმ მოვლენების გამო, რომელთა გაკონტროლებაც ჩვენს ძალებს აღემატება.







