მხატვრული ლიტერატურა
Dubliners
პირველად 1914 წელს გამოცემული „დუბლინელები“ (Dubliners) მეოცე საუკუნის დასაწყისის დუბლინში მცხოვრები საშუალო ფენის კათოლიკეების ცხოვრებას ასახავს.
მოთხრობების მთავარი თემებია ბავშვობის იმედგაცრუებები, მოზარდობის ასაკის სირთულეები და სექსუალური გამოღვიძების მნიშვნელობა.
ჯეიმს ჯოისი ამ მოთხრობების კრებულის შექმნისას მხოლოდ 25 წლის იყო. კრებულში შემავალი მოთხრობებიდან ყველაზე ცნობილი, სავარაუდოდ, „მიცვალებულებია“ (The Dead).
თავდაპირველად ლიტერატურულ ექსპერიმენტად მიჩნეული „დუბლინელები“ სიხარულის, შიშის, მწუხარების, სიყვარულისა და დანაკარგის მომენტებს აერთიანებს. ეს ყველაფერი ერთად ქმნის ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ლიტერატურულ პორტრეტს, რაც კი ოდესმე დაწერილა.
მოთხრობები დღესაც ისეთივე ორიგინალური, გამორჩეული და მოულოდნელია, როგორიც გასულ საუკუნეში იყო.
ჯეიმს ჯოისის „დუბლინელების“ ეს გამოცემა Macmillan Collector’s Library-ის სერიას ეკუთვნის და შეიცავს დრამატურგ პიტერ ჰარნესის შემდგომ სიტყვას.
წიგნის მოყვარულთათვის შექმნილი Macmillan Collector’s Library აერთიანებს საყვარელი კლასიკური ნაწარმოებების ულამაზეს სასაჩუქრე გამოცემებს. ეს ის წიგნებია, რომლებიც სიყვარულით უნდა შეინახო და დააფასო.







