აკადემიური წიგნები
The Crypto Trader
წარმატებული კრიპტოვალუტით მოვაჭრის რეალური გარიგებები და სავაჭრო სტრატეგიები.
გლენ გუდმენის მიზანი იყო, ახალგაზრდა ასაკში გამხდარიყო მდიდარი და პენსიაზე გასულიყო, რათა ყოველდღიური რუტინისგან თავი დაეღწია. მან დამოუკიდებლად ისწავლა სხვადასხვა ფინანსური აქტივით ვაჭრობა — აქციებიდან დაწყებული ბიტკოინით დამთავრებული. საბოლოოდ, იმდენი ფული გამოიმუშავა, რომ ოცნების ასრულება და სამსახურის დატოვება ჯერ კიდევ 30 წლის ასაკში შეძლო.
წიგნში The Crypto Trader გლენი დეტალურად გაგიზიარებთ, როგორ მიიღო დიდი მოგება ბიტკოინით, ეთერიუმით, რიპლითა და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობის შედეგად, რათა თქვენც შეძლოთ ამის გაკეთება ისე, რომ მთელი თქვენი ქონება რისკის ქვეშ არ დააყენოთ.
2017 წლის დეკემბერში გლენმა საჯაროდ იწინასწარმეტყველა ბაზრის პიკი და კრიპტოვალუტების ფასების მკვეთრ ვარდნამდე საკუთარი მოგება დააფიქსირა. თუმცა, მისი თქმით, კრიპტოვალუტის ბაზარზე სავაჭრო შესაძლებლობები კვლავ მრავლადაა და გლენი დღემდე წარმატებით აგრძელებს ვაჭრობას.
წიგნში იხილავთ, როგორ მიიღო მან რამდენიმე ასეული პროცენტის ოდენობის მოგება სხვადასხვა კრიპტოვალუტით ვაჭრობისას. ასევე ისწავლით, როგორ ზრდის საკუთარ მოგებას და როგორ ინარჩუნებს მას.
გლენი გაგიმხელთ თავის სავაჭრო სტრატეგიებს, გამოცდილებით დადასტურებულ მეთოდებსა და წესებს, რომელთა წყალობითაც ის სოციალურ მედიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტრეიდერად იქცა.
მას ხშირად იწვევენ ინტერვიუებზე BBC-ში, Forbes-სა და LBC-ში. ის ასევე ლონდონის ეკონომიკის სკოლის (London School of Economics) კრიპტოვალუტის საკითხების მოწვეული ექსპერტია.
გლენს წლები დასჭირდა სწავლისა და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, სანამ თანმიმდევრულად მომგებიან ვაჭრობას შეძლებდა. მან საკუთარი შეცდომებისა და რთული გამოცდილების ფასად ისწავლა მნიშვნელოვანი გაკვეთილები, რათა თქვენ ამის გავლა აღარ მოგიწიოთ.
The Crypto Trader დაგეხმარებათ ისწავლოთ, როგორ ამოიცნოთ სავაჭრო შესაძლებლობები, მიიღოთ მოგება და რაც მთავარია — შეინარჩუნოთ ის.







