აკადემიური წიგნები
How Emotions Are Made
„How Emotions Are Made-მა გააკეთა ის, რასაც ყველა დიდებული წიგნი აკეთებს: აიღო თემა, რომლის ცოდნაც მეგონა, რომ კარგად მესმოდა, და მთლიანად შემიცვალა წარმოდგენა მის შესახებ.“
— მალკოლმ გლედუელი, წიგნის „Talking to Strangers“ ავტორი.
როდესაც შფოთვას, ბრაზს, ბედნიერებას ან გაოცებას გრძნობთ, სინამდვილეში რა ხდება თქვენში?
შესაძლოა, აქამდე ემოციებს ავტომატურ და უნებლიე რეაქციებად აღიქვამდით — როგორც ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ორგანიზმის უშუალო პასუხს. ძველი მეგობრის დანახვით გამოწვეული სიხარული, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში — თითოეული ეს განცდა თითქოს თავისთავად, ჩვენი კონტროლის გარეშე ჩნდება.
თუმცა წიგნში „How Emotions Are Made“ ნეირომეცნიერების პიონერი მკვლევარი ლიზა ფელდმან ბარეტი ყველაფერს, რაც ემოციების შესახებ აქამდე იცოდით, თავდაყირა აყენებს და სრულიად ახალ, დამაჯერებელ მოსაზრებას გვთავაზობს:
ემოციები არ არის წინასწარ განსაზღვრული და უნივერსალური რეაქციები, რომლებიც ჩვენს ტვინსა და სხეულშია ჩაპროგრამებული. პირიქით, ისინი უნიკალური ფსიქოლოგიური გამოცდილებებია, რომლებიც ყალიბდება ჩვენი პირადი გამოცდილების, ფიზიოლოგიური მდგომარეობისა და გარემოს გავლენით.
ემოციებს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ურთიერთობებზე, ჯანმრთელობაზე, შვილების აღზრდასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზეც კი.
„How Emotions Are Made“ გვთავაზობს ემოციების სრულიად ახლებურ გააზრებას, რომელიც გვეხმარება გავიგოთ, რას ვგრძნობთ სინამდვილეში, როგორ წარმოიქმნება ჩვენი განცდები და რატომ აქვს ამას ასეთი დიდი მნიშვნელობა.







