პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
First 100 Words

საბავშვო წიგნები

First 100 Words

ავტორი
Roger Priddy
ენა
ინგლისური
ISBN
9781843322924
გვერდები
14
წონა
1.050   კგ
გამოცემა
2005
ფორმატი
Board book
აღწერა

როჯერ პრიდის წიგნი „პირველი 100 სიტყვა“ (Big Board First 100 Words) პატარებსა და ჩვილებს ყოველდღიური, მარტივი სიტყვების გაცნობას სთავაზობს, რათა მათ ლექსიკური მარაგი განივითარონ. წიგნი ჩვეულებრივ მუყაოსყდიან საბავშვო წიგნებთან შედარებით უფრო დიდი ფორმატისაა.

წიგნში წარმოდგენილია 100 ლამაზი, ფერადი ფოტოსურათი. მისი ზომა იდეალურია მშობლის კალთაში მოკალათებული კითხვისთვის. გამძლე, სქელფურცლიანი წიგნი ბავშვებს აცნობს სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც უკავშირდება ცხოველებს, სათამაშოებს, სატრანსპორტო საშუალებებს, კვების, ბანაობისა და ძილის დროს საჭირო ნივთებს.

დიდი ფორმატის, სქელფურცლიანი წიგნები იდეალურია 1 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. ისინი პატარებს ეხმარება პირველი სიტყვების შესწავლაში, საგნების ამოცნობასა და დასახელებაში, ასევე კოორდინაციის განვითარებაში, რადგან ბავშვები გამძლე გვერდების გადაფურცვლას სწავლობენ.