არამხატვრული ლიტერატურა
From Here to the Great Unknown: A Memoir
აქედან დიდ უცნობამდე (From Here to the Great Unknown)
მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი მემუარი №1
2022 წელს ლიზა მარი პრესლიმ ქალიშვილს სთხოვა, დახმარებოდა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული მემუარების დასრულებაში. ერთი თვის შემდეგ ლიზა მარი გარდაიცვალა და მსოფლიომ ვეღარ შეძლო მისი ისტორიის მოსმენა საკუთარი სიტყვებით.
რაილიმ იცოდა, რომ დედის სურვილი უნდა შეესრულებინა — მსოფლიოსთვის გაეზიარებინა მისი რთული, ბრწყინვალე და მტკივნეული მოგონებები და საბოლოოდ გაეცნო ადამიანებისთვის დედა ისეთი, როგორიც სინამდვილეში იყო.
ამ გულწრფელ, ამაღელვებელ და უნიკალურ მემუარებში ლიზა მარი პირველად გვიზიარებს აქამდე უცნობ საკუთარ ისტორიას.
ის გვიყვება ამერიკულ ლეგენდად დაბადებისა და გრეისლენდის ველურ გარემოში გაზრდის შესახებ; უპირობო სიყვარულზე, რომელსაც მამისგან, ელვისისგან, გრძნობდა; იმ საშინელ მომენტზე, როდესაც ყვირილითა და წინააღმდეგობით გამოიყვანეს სააბაზანოდან, რადგან იატაკზე მწოლიარე მამისკენ გაქცევას ცდილობდა.
გვიყვება ლოს-ანჯელესში დედასთან, პრისცილასთან, ცხოვრების შესახებ, სკოლიდან სკოლაში გადასვლაზე, მუდმივ გარიცხვასა და უსიამოვნებებზე; დენი კიოუსთან მთელი ცხოვრების განმავლობაში არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობაზე და მაიკლ ჯექსონთან ქორწინებაზე.
ის ასევე საუბრობს დედობაზე, მძიმე დამოკიდებულებაზე და მუდმივად თანმდევ მწუხარებაზე.
ღრმად ამაღელვებელი და გულწრფელი წიგნი, რომელიც ლიზა მარისა და რაილის მონათხრობებს აერთიანებს, სრულიად გამორჩეული ნაწარმოებია. ეს არის ნამდვილი ლეგენდის ერთადერთი შვილის უკანასკნელი სიტყვები — ისტორია, რომელიც აუცილებლად უნდა მოისმინოთ.
„განსაცვიფრებლად გულწრფელი... კიოუს მიერ დედის ცხოვრების ბოლო თვეების აღწერა განსაკუთრებით დაუვიწყარია.“ — The Washington Post.
„ამ შოკისმომგვრელ მემუარებში ტრაგედია და დამოკიდებულება მკითხველის ყურადღებისთვის ერთმანეთს ეჯიბრება.“ — The Guardian.
-
Amazon Editors’ Best Books of the Year 2024
-
People Best Book of the Year 2024







