არამხატვრული ლიტერატურა
Crying in H Mart
ინდი-როკის ცნობილი მუსიკოსი Japanese Breakfast-ის სახელით ცნობილი მიშელ ზაუნერი გვთავაზობს გულწრფელ და ღრმად ემოციურ მემუარებს, რომელშიც მოგვითხრობს ორი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ოჯახში გაზრდაზე, კორეულ სამზარეულოზე, კორეელი დედის დაკარგვასა და საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებაზე.
„ცრემლები მდიოდა, მაგრამ წიგნი უზომოდ შემიყვარდა და იმედი მაქვს, თქვენც შეგიყვარდებათ.“ — დუა ლიპა
„წარმოუდგენელია... იმდენად, იმდენად ემოციური!“ — ნატალი პორტმანი
„Crying in H Mart-მა გამანადგურა... ეს ფანტასტიკური წიგნია.“ — ოლივია როდრიგო
ოჯახისა და საკვების, მწუხარებისა და სიხარულის შესახებ ამ ისტორიაში მიშელ ზაუნერი ამტკიცებს, რომ ის გაცილებით მეტია, ვიდრე გამორჩეული მომღერალი, სიმღერების ავტორი და გიტარისტი.
იუმორითა და გულწრფელობით ის გვიყვება, როგორ იზრდებოდა სკოლაში ერთადერთი აზიელ-ამერიკელი ბავშვი; როგორ უჭირდა დედის მოლოდინებთან გამკლავება; როგორ გაიარა მტკივნეული მოზარდობის პერიოდი და როგორ გაატარა დაუვიწყარი თვეები ბებიის პატარა ბინაში სეულში. იქ ის და დედამისი გვიან ღამემდე ერთად მიირთმევდნენ უხვად გაწყობილ კერძებს და ამ დროს განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდნენ.
თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, კორეული წარმომავლობა მისთვის სულ უფრო შორეული ხდებოდა, მაშინაც კი, როდესაც საკუთარ სასურველ ცხოვრებას იკვალავდა.
როდესაც მიშელს 25 წელი შეუსრულდა, დედას პანკრეასის ტერმინალური კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამ ამბავმა აიძულა, თავიდან გაეაზრებინა საკუთარი იდენტობა და დაებრუნებინა ის ძვირფასი მემკვიდრეობა — გემოები, ენა და ისტორია, რომლებიც დედამ გადასცა.
ცოცხალი, გულწრფელი და ენერგიული თხრობით მიშელ ზაუნერის ხმა წიგნის ფურცლებზეც ისეთივე ცოცხალია, როგორიც სცენაზე. პირადი მოგონებებითა და გულთან ახლოს მისული ისტორიებით სავსე „Crying in H Mart“ წიგნია, რომელიც უნდა შეიყვაროთ, სხვებსაც გაუზიაროთ და არაერთხელ გადაიკითხოთ.
რას ამბობენ მკითხველები „Crying in H Mart“-ზე:
„ვურჩევ ყველას, ვისაც მემუარები და კულინარია უყვარს, ან ვისაც ოდესმე მარტოობა უგრძნია.“ (*****)
„ამ ისტორიამ, რომელიც ზრდისა და საკუთარი თავის შეცნობის პროცესს აღწერს, სრულიად მომნუსხა. მასში საკუთარი და ჩემი მეგობრების ისტორიებიც ამოვიცანი.“ (*****)
„აუცილებლად წასაკითხი წიგნია მათთვის, ვისაც სურს ჩაიძიროს მოგონებებში, რომლებიც სიხარულს, სევდასა და სიყვარულს აერთიანებს.“ (*****)
„Crying in H Mart“ 2023 წლის 17 აპრილის კვირაში The New York Times-ის ბესტსელერების სიაში პირველ ადგილს იკავებდა.







