საბავშვო წიგნები
Monkey Puzzle
მხიარული, რითმებით გაჯერებული ამბავი, რომელშიც ჯუნგლების საყვარელი ცხოველები მონაწილეობენ. „მაიმუნის თავსატეხი“ (Monkey Puzzle) ბესტსელერი კლასიკაა, შექმნილი საბავშვო ლიტერატურის გამორჩეული ავტორის, ჯულია დონალდსონისა და ილუსტრატორ აქსელ შეფლერის მიერ, რომელთა ერთობლივი შემოქმედების ცნობილი ნამუშევარია „გრუფალო“ (The Gruffalo).
პატარა მაიმუნი ჯუნგლებში დაიკარგა! კეთილი პეპელა მის დახმარებას ცდილობს, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ საქმე კარგად არ მისდით და სულ არასწორ ცხოველებს პოულობენ... შეძლებს კი პატარა მაიმუნი დედისა და მამის პოვნას?
„...ეს წიგნი ისევ და ისევ გაგაცინებთ“ — Independent on Sunday.
ეს კლასიკური ზღაპარი აუცილებლად უნდა იყოს ჯულია დონალდსონისა და აქსელ შეფლერის ყველა დიდი თუ პატარა თაყვანისმცემლის წიგნების თაროზე!
გაეცანით ჯულიასა და აქსელის სხვა ილუსტრირებულ საბავშვო წიგნებსაც: „გრუფალო“ (The Gruffalo), „გრუფალოს შვილი“ (The Gruffalo’s Child) და „ცოცხზე ადგილი“ (Room on the Broom).







