პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
Paris: A Literary Anthology

არამხატვრული ლიტერატურა

Paris: A Literary Anthology

ავტორი
Zachary Seager
ენა
ინგლისური
ISBN
9781035023615
გვერდები
256
წონა
1.050   კგ
გამოცემა
2024
ფორმატი
Paperback
აღწერა

გაემგზავრეთ ლიტერატურულ გასეირნებაში პარიზის ქუჩებში, მოინახულეთ მისი მსოფლიოში ცნობილი ღირსშესანიშნაობები, გაეცანით ქალაქის ისტორიას და იხეტიალეთ მისი პოეტებისა და მხატვრების სამყაროში.

უამრავმა მწერალმა და პოეტმა იპოვა საკუთარი ადგილი პარიზის ქუჩებში. წიგნში „პარიზი: ლიტერატურული ანთოლოგია“ (Paris: A Literary Anthology) ავტორი და აკადემიკოსი ზაქარი სიგერი თავს უყრის ულამაზეს და მომხიბვლელ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, რომლებიც სინათლის ქალაქით არის შთაგონებული.

გუსტავ ფლობერმა 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციის მოვლენები გამოიარა, ხოლო ედით უორტონმა პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო მობილიზაციას მიადევნა თვალი.

ჯორჯ ორუელი პარიზის რესტორნების სამზარეულოების მძიმე და დამქანცველ შრომას აღწერს, ამერიკელი მოგზაური და მწერალი ფ. ბერკლი სმიტი კი ქალაქის მდიდრულ რესტორნებს იუმორითა და ირონიით აკვირდება.

ონორე დე ბალზაკი პარიზელ ინტელექტუალებს გვაცნობს, ხოლო პაბლო პიკასო გერტრუდ სტაინის ლიტერატურული სალონის საპატიო სტუმრად გვევლინება.

ბასტილიის აღებიდან დაწყებული, ეიფელის კოშკის მშენებლობით გამოწვეული აღშფოთებით დამთავრებული, ეს ანთოლოგია პატივს მიაგებს პარიზის ჯადოსნურ და სიცოცხლით სავსე ქალაქს, მის ადგილებს, ადამიანებსა და ისტორიას.

ეს იდეალური საჩუქარია ყველასთვის, ვისაც ოდესმე შეუყვარდა ეს ულამაზესი ქალაქი.

წიგნი შედის Macmillan Collector’s Library-ის ახალ სერიაში, რომელიც მოგზაურობის თემაზე შექმნილ ულამაზეს, ჯიბის ზომის წიგნებს აერთიანებს. სერიის სხვა გამოცემებია:

  • Treasures of Cornwall — კორნუოლის საგანძური

  • Yorkshire: A Literary Landscape — იორკშირი: ლიტერატურული პეიზაჟი

  • London: An Illustrated Literary Companion — ლონდონი: ილუსტრირებული ლიტერატურული გზამკვლევი.