პოეზია
Poems on Nature
წიგნში „ლექსები ბუნებაზე“ ლექსები დაყოფილია ოთხ ნაწილად — გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი, რათა პოეზიის საშუალებით გადმოიცეს სეზონების ცვლილება და დროის წარმავლობა.
ეს წიგნი Macmillan Collector’s Library-ის ნაწილია — ჯიბის ზომის კლასიკური ლიტერატურის ულამაზესი სერია. ეს დახვეწილი წიგნები შესანიშნავი საჩუქარია ან სასიამოვნო შენაძენი წიგნის ნებისმიერი მოყვარულისთვის. გამოცემა შეიცავს ჰელენ მაკდონალდის შესავალს. ის არის საერთაშორისო ბესტსელერის, „H is for Hawk“-ის ავტორი.
პოეზიის წარმოშობის დროიდან მოყოლებული, ბუნება ლექსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. ეს რთული და მრავალფეროვანი საკითხი შთაგონების წყარო გახდა ზოგიერთი ყველაზე ლამაზი პოეტური ნაწარმოებისთვის. პოეტები, ენდრიუ მარველიდან უილიამ ბატლერ იეიტსამდე და ემილი ბრონტემდე, ცდილობდნენ აღეწერათ ბუნებრივი გარემო და ჩვენი ურთიერთობა მასთან.
ასევე არსებობს სიმღერებისა და ხალხური ლექსების მდიდარი ტრადიცია, მაგალითად, „Scarborough Fair“, რომლებიც გვახსენებს სოფლის ცხოვრების წესს, რომელიც შესაძლოა დღეს უკვე დაკარგულია, თუმცა ამ კრებულში შესული ლირიკული ლექსების საშუალებით კვლავ ცოცხლდება.







