მხატვრული ლიტერატურა
The Murders in the Rue Morgue
მკვლელობები და საშინელი მოვლენები ვითარდება ედგარ ალან პოს სამ დაძაბულ მოთხრობაში. მე-19 საუკუნის ამ გამორჩეულმა მწერალმა უდიდესი გავლენა მოახდინა გოთიკურ ლიტერატურასა და საშინელებათა ჟანრის განვითარებაზე.
გემზე მყოფი მამაკაცი აკვირდება, როგორ ხდება მისი ძველი მეგობარი სულ უფრო უცნაური და შეშფოთებული. რა შეიძლება იყოს ისეთი ძვირფასი ბარგი, რომ კორნელიუს უაიტი მას ჩაკეტილ კაიუტაში ტოვებდეს? „მოგრძო ყუთი“ იდუმალი ამბის თხრობის ნამდვილი შედევრია.
მოთხრობაში „ამონტილიადოს კასრი“ იტალიური კარნავალის მხიარული დღესასწაული იდეალური საფარია ადამიანისთვის, რომელსაც სასტიკი და სისხლიანი შურისძიება აქვს განზრახული.
კლასიკური დეტექტიური ჟანრის ერთ-ერთი პირველი ნიმუშია „მკვლელობები მორგის ქუჩაზე“ — ამბავი, რომელიც ისეთივე შემზარავია, როგორიც საიდუმლოებით მოცული. შეძლებს თუ არა პარიზელი დეტექტივი ოგიუსტ დიუპენი გაარკვიოს, ვინ მოკლა მადამ ლ’ესპანე და მისი ქალიშვილი ივლისის ერთ ღამეს?
ჯიბის ზომის ამ წიგნების სერია ეძღვნება მოკლე მოთხრობის ხელოვნებას და აღნიშნავს „Macmillan Collector’s Library“-ის დაარსებიდან მეათე წლისთავს. თითოეული წიგნი შეიცავს ლიტერატურის გამორჩეული ავტორის მოთხრობების საგულდაგულოდ შერჩეულ კრებულს. სერიაში წარმოდგენილი არიან ისეთი მწერლები, როგორებიცაა: კეტრინ მენსფილდი, ართურ კონან დოილი, ედგარ ალან პო, ოსკარ უაილდი, ჯეინ ოსტინი, ჯეიმზ ჯოისი, ვირჯინია ვულფი, ელის დანბარ ნელსონი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი და რაბინდრანათ თაგორი.







