მხატვრული ლიტერატურა
The Nightingale and the Rose
ოსკარ უაილდის ძვირფასი თვლებივით გამორჩეული ზღაპრები მოგვითხრობს განძზე, ტრაგედიასა და გარდასახვაზე. ეს ხუთი იგავური მოთხრობა იდუმალებითა და სიბნელით არის მოცული, თუმცა თითოეულში იგრძნობა ვიქტორიანული ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნისთვის დამახასიათებელი სიბრძნე.
დაუვიწყარ მოთხრობაში „ბულბული და ვარდი“ ახალგაზრდა სტუდენტს სურს, პროფესორის ულამაზესი ქალიშვილის სიყვარული მოიპოვოს, თუმცა მისი გულის მოგების მცდელობა საშინელ მსხვერპლს მოითხოვს.
მოთხრობაში „ბედნიერი უფლისწული“ ოქროთი და ძვირფასი თვლებით შემკული ქანდაკება უანგაროდ თმობს საკუთარ სამკაულებს, რათა ისინი იმ ქალაქის ღარიბ მოსახლეობას აჩუქოს, რომელსაც ზემოდან დაჰყურებს.
„ერთგული მეგობარი“ მძაფრად აკრიტიკებს პირად სარგებელზე ორიენტირებულ ქცევას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმას, თუ რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა. ხოლო მოთხრობები „ვარსკვლავბიჭუნა“ და „მილიონერი მოდელი“ ზღაპრული ფორმით გვიჩვენებს, რომ გარეგნობა ყოველთვის არ ასახავს რეალობას.
ჯიბის ზომის ამ წიგნების სერია ეძღვნება მოკლე მოთხრობის ხელოვნებას და აღნიშნავს „Macmillan Collector’s Library“-ის დაარსებიდან მეათე წლისთავს. თითოეული წიგნი შეიცავს ლიტერატურის გამორჩეული ავტორის მოთხრობების საგულდაგულოდ შერჩეულ კრებულს. სერიაში წარმოდგენილი არიან: კეტრინ მენსფილდი, ართურ კონან დოილი, ედგარ ალან პო, ოსკარ უაილდი, ჯეინ ოსტინი, ჯეიმზ ჯოისი, ვირჯინია ვულფი, ელის დანბარ ნელსონი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი და რაბინდრანათ თაგორი.







