საბავშვო წიგნები
Go Away, Big Green Monster!
გაყიდულია 1.3 მილიონზე მეტი ეგზემპლარი!
კალდეკოტის პრემიის ლაურეატის, ედ ემბერლის (Ed Emberley) ეს კლასიკური, ინტერაქტიული წიგნი ბავშვებს დაძინების წინ შიშების დაძლევაში ეხმარება. ის სახალისო საკითხავია ჰელოუინისთვის და წლის ყველა სხვა დღისთვისაც!
როდესაც ბავშვები წიგნის სპეციალურად ამოჭრილ გვერდებს გადაფურცლავენ, მათ თვალწინ დიდი მწვანე ურჩხული თანდათან იზრდება. მაგრამ როცა გადაწყვეტენ, აჩვენონ მას, ვინ არის აქ მთავარი, მომდევნო გვერდების გადაფურცვლით დაინახავენ, როგორ ქრება ურჩხული!
ედ ემბერლის ეს ინოვაციური წიგნი, რომელიც თამაშისა და წარმოსახვის საშუალებით შიშისა და ემოციების დაძლევას ასწავლის, უკვე ათწლეულებია ბესტსელერია. ის დღესაც ისეთივე ახალი, ორიგინალური და შთამბეჭდავია, როგორიც 30 წლის წინ იყო.







