აკადემიური წიგნები
How to Write Reports and Proposals
ბიზნესის სფეროში მომუშავე ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი უნარია საკუთარი სათქმელის წერილობით მკაფიოდ გადმოცემა და წინადადებებისა თუ პროექტების დამაჯერებლად წარდგენა. ეს წიგნი გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ მოახდინოთ შთაბეჭდილება, დაარწმუნოთ სხვები და დამაჯერებლად დაიცვათ საკუთარი პოზიცია.
სრულად განახლებული მე-7 გამოცემა მოიცავს კიდევ უფრო მეტ პრაქტიკულ სავარჯიშოს, გამოსადეგ შაბლონებსა და სასარგებლო რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ სხვადასხვა საკომუნიკაციო ფორმატში მოკლედ, გასაგებად და ეფექტიანად წერაში.
How to Write Reports and Proposals მოგაწვდით ყველა საჭირო ინსტრუმენტს იმისთვის, რომ თქვენი არგუმენტები და წინადადებები სტილისტურად გამართული, მკაფიო და დამაჯერებელი ფორმით წარმოადგინოთ.
სერია Creating Success
განავითარეთ მნიშვნელოვანი უნარები, გააუმჯობესეთ თქვენი პროფესიული შედეგები და გადადგით ნაბიჯები კარიერული წინსვლისკენ ბესტსელერების სერიის — Creating Success — დახმარებით.
ექსპერტების მიერ დამწყები და მომავალი მენეჯერებისა და ლიდერებისთვის შექმნილი ეს პრაქტიკული და მოტივაციური წიგნების კრებული დაგეხმარებათ, მოკლე დროში შეიძინოთ საჭირო ცოდნა და უნარები.
სერია სავსეა ინოვაციური იდეებით, გონივრული რჩევებითა და შედეგზე ორიენტირებული ტექნიკებით, რომელთა დახმარებითაც სწრაფად მიაღწევთ დასახულ მიზნებს, განავითარებთ პროფესიულ შესაძლებლობებს და შექმნით მყარ საფუძველს ხანგრძლივი კარიერული წარმატებისთვის.







