აკადემიური წიგნები
How to Manage Projects
პროექტების მართვა ზოგჯერ რთულ და კომპლექსურ პროცესად შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა ძირითადი პრინციპების დაუფლება დაგეხმარებათ, თავდაჯერებულად იმუშაოთ და სასურველ შედეგებს მიაღწიოთ.
How to Manage Projects პრაქტიკული გზამკვლევია, რომელიც გასწავლით, როგორ დაგეგმოთ, მართოთ და წარმატებით განახორციელოთ პროექტები დასაწყისიდან დასრულებამდე.
ჯილდოს მფლობელი ბიზნესკონსულტანტის, პოლ ჯ. ფილდინგის (Paul J. Fielding) ავტორობით შექმნილი წიგნი გაჩვენებთ, როგორ დაგეგმოთ, ორგანიზება გაუწიოთ და ეფექტიანად უხელმძღვანელოთ პროექტებს რთული პროფესიული ტერმინოლოგიისა და ძვირადღირებული ტრენინგების გარეშე.
წიგნიდან შეიტყობთ, როგორ:
-
განსაზღვროთ მკაფიო მიზნები და ამოცანები;
-
მართოთ შესაძლო რისკები;
-
უზრუნველყოთ გუნდის ეფექტიანი მუშაობა;
-
დაიცვათ პროექტის გეგმა და დადგენილი ვადები.
განახლებული გამოცემა სავსეა პრაქტიკული სავარჯიშოებით, სამუშაო შაბლონებითა და გამოცდილებაზე დაფუძნებული რჩევებით, რომლებიც პროექტების მართვას უფრო მარტივ, სტრუქტურირებულ და ხელმისაწვდომ პროცესად აქცევს.
ეს წიგნი შესანიშნავი გზამკვლევია ყველასთვის, ვისაც სურს ეფექტიანად განახორციელოს საკუთარი გეგმები, მიაღწიოს დასახულ მიზნებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საერთო წარმატებაში.







