აკადემიური წიგნები
How to Write a Marketing Plan
ძლიერ მარკეტინგულ გეგმას შეუძლია შესანიშნავი იდეა გრძელვადიან წარმატებად აქციოს.
How to Write a Marketing Plan ნაბიჯ-ნაბიჯ გაგიძღვებათ მკაფიო, ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული მარკეტინგული გეგმის შემუშავების პროცესში.
წიგნიდან შეიტყობთ, როგორ ჩაატაროთ მარკეტინგული აუდიტი, განსაზღვროთ მიზნები, მართოთ ბიუჯეტი და შექმნათ ისეთი მარკეტინგული კამპანიები, რომელთა შედეგებიც გაზომვადია.
ასევე გაეცნობით ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების გზებს — ელექტრონული ფოსტით მარკეტინგიდან და სოციალური მედიიდან დაწყებული, მობილური მარკეტინგითა და ვებანალიტიკით დამთავრებული. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, სწორ აუდიტორიას საჭირო დროს მიაწვდინოთ ხმა.
მარკეტინგის წამყვანი ექსპერტის, ჯონ ვესტვუდის (John Westwood) ავტორობით შექმნილი ეს განახლებული გამოცემა სავსეა პრაქტიკული სავარჯიშოებით, სამუშაო შაბლონებითა და სასარგებლო რჩევებით, რომლებიც დაგეხმარებათ თავდაჯერებულად წარადგინოთ და განახორციელოთ თქვენი მარკეტინგული გეგმა.
წიგნს ასევე ახლავს თითოეული ნაწილის შემაჯამებელი მიმოხილვები და დეტალური, ნიმუშის სახით წარმოდგენილი მარკეტინგული გეგმა.
ეს აუცილებელი გზამკვლევია ყველასთვის, ვისაც საკუთარი ბრენდის განვითარება, ბიზნესის გაძლიერება და მარკეტინგული შედეგების გაუმჯობესება სურს.







