აკადემიური წიგნები
How to Develop Your Presentation Skills
ეფექტიანი პრეზენტაციის მომზადება და წარმატებით წარდგენა ეტაპობრივ დაგეგმვასა და სათანადო უნარებს მოითხოვს. ეს მოკლე და პრაქტიკული გზამკვლევი შემოგთავაზებთ სასარგებლო ინსტრუმენტებს, რომლებიც დაგეხმარებათ შთამბეჭდავი პრეზენტაციის შექმნასა და საკუთარი თავდაჯერებულობის ამაღლებაში.
წიგნი მოიცავს რეალურ მაგალითებზე დაფუძნებულ შემთხვევებსა და ექსპერტების რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გავრცელებული შეცდომები და არასასურველი სიტუაციები. Develop Your Presentation Skills გასწავლით, როგორ წარადგინოთ პრეზენტაცია მარტივად, ზედმეტი დეტალების გარეშე და როგორ გამოიყენოთ თანამედროვე მედია აუდიტორიის დაინტერესებისა და ჩართულობის გასაზრდელად.
სრულად განახლებული მე-6 გამოცემა მოიცავს კიდევ უფრო მეტ პრაქტიკულ სავარჯიშოს, გამოსადეგ შაბლონებსა და სასარგებლო რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ საკუთარი ინდივიდუალური სტილის პოვნასა და მის ეფექტიანად გამოყენებაში, რათა:
-
მიაწოდოთ აუდიტორიას მნიშვნელოვანი ინფორმაცია;
-
დაარწმუნოთ მსმენელები;
-
მოახდინოთ შთაბეჭდილება და მიიპყროთ ყურადღება.
წიგნი მოიცავს პრეზენტაციის საწყისი დავალების სწორად გააზრებასა და აუდიტორიის საჭიროებების განსაზღვრას, საკუთარი შიშებისა და მღელვარების დაძლევასა და შინაარსიანი, დამაჯერებელი პრეზენტაციის მომზადებას. მისი დახმარებით შეძლებთ, მთელი პრეზენტაციის განმავლობაში შეინარჩუნოთ მსმენელთა ყურადღება.
სერია Creating Success
განავითარეთ მნიშვნელოვანი უნარები, გააუმჯობესეთ თქვენი პროფესიული შედეგები და გადადგით ნაბიჯები კარიერული წინსვლისკენ ბესტსელერების სერიის — Creating Success — დახმარებით.
ექსპერტების მიერ დამწყები და მომავალი მენეჯერებისა და ლიდერებისთვის შექმნილი ეს პრაქტიკული და მოტივაციური წიგნების კრებული დაგეხმარებათ, მოკლე დროში შეიძინოთ საჭირო ცოდნა და უნარები.
სერია სავსეა ინოვაციური იდეებით, გონივრული რჩევებითა და შედეგზე ორიენტირებული ტექნიკებით, რომელთა დახმარებითაც სწრაფად მიაღწევთ დასახულ მიზნებს და შექმნით მყარ საფუძველს ხანგრძლივი კარიერული წარმატებისთვის.







