არამხატვრული ლიტერატურა
How to Win at Chess, Next Level
NEW YORK TIMES-ის ბესტსელერი
აიყვანეთ თქვენი საჭადრაკო თამაში ახალ საფეხურზე! ისარგებლეთ ჭადრაკის შუალედური დონის მოთამაშეებისთვის შექმნილი საინტერესო და მარტივად გასაგები გზამკვლევით, რომლის ავტორიც YouTube-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჭადრაკის მასწავლებელი, ლევი როზმანია (ცნობილი როგორც GothamChess).
აღმოაჩინეთ ჭადრაკის დაუფლების საიდუმლოებები, გასცდით საბაზისო ცოდნას და ისწავლეთ, როგორ მოიპოვოთ უპირატესობა მოწინააღმდეგეებთან თამაშისას წიგნის დახმარებით — „როგორ გავიმარჯვოთ ჭადრაკში: შემდეგი დონე“ (How to Win at Chess, Next Level).
ეს ყოვლისმომცველი გზამკვლევი განკუთვნილია საშუალო დონის მოთამაშეებისთვის (1000–1600 Elo) და გასწავლით ყველაფერს, რაც საჭიროა ჭადრაკისადმი თქვენი მიდგომის შესაცვლელად და თამაშის დონის ასამაღლებლად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირებისას.
წიგნში დეტალურად განხილულია ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია მოწინავე მოთამაშედ ჩამოსაყალიბებლად:
-
პაიკებით თამაში;
-
ფიგურების სწორად გამოყენება;
-
ტაქტიკა;
-
შეტევა;
-
დაცვა;
-
მოგებული პოზიციების გამარჯვებად გარდაქმნა;
-
ენდშპილი (თამაშის საბოლოო ეტაპი);
-
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — გამარჯვების მომტანი გეგმის შედგენა.
წიგნი მოიცავს თამაშის 500-ზე მეტ სასწავლო ილუსტრაციას და ექსკლუზიურ დამატებით მასალებს Chessly-ზე — ლევი როზმანის ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე.
ავტორი ასევე გვიზიარებს პრაქტიკულ რჩევებს ისეთი მძლავრი ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ, როგორებიცაა საჭადრაკო ძრავები, პარტიების ანალიზი, საჭადრაკო ბოტები და სავარჯიშო ამოცანები. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ ცოდნის გაღრმავებასა და მეტი გამარჯვების მოპოვებაში.
მიუხედავად იმისა, გსურთ მეგობრების დამარცხება თუ დიდოსტატის ტიტულის მოპოვება, „როგორ გავიმარჯვოთ ჭადრაკში: შემდეგი დონე“ აუცილებლად გაგიღრმავებთ თამაშის ცოდნას და აამაღლებს თქვენს საჭადრაკო უნარებს!







