ბათუმში, 17 ოქტომბერს, ( მაზნიაშვილის ქუჩა #47) „პროსპეროს წიგნების„ ფილიალის გახსნის ცერემონიალი და 25 წლის იუბილე აღინიშნა
2024-10-17
„პროსპეროს წიგნების „ განათლებისა და ცოდნის დანერგვასთან ასოცირდება
„ პროსპეროს წიგნები „ 1999 წლიდან არსებობს საქართველოში და ერთადერთი წიგნების მაღაზიაა მსოფლიოში, რომელიც ინგლისური მხატვრული თუ სასწავლო ლიტერატურის გარდა, საკუთარ ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს მომხმარებელს, რომელიც განსაკუთრებული ტექნოლოგიით იხალება და განსხვავებულ არომატს ტოვებს.
პროსპეროს სახელის შექსპირის ნაწარმოების „ქარიშხალი„ მიხედვით შეირჩა და ის ერთგვარია ხიდია სამშობლოს მონატრებული ვიზიტორებისთვის. შემეცნებითი ღონისძიებებით, პრეზენტაციებითა და სხვადასხვა ავტორებთან შეხვედრების ორგანიზებით, პროსპეროს წიგნები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნისა და ლიტერატურის უკეთ გაცნობას; საგანმანათლებლო პროცესის განვითარებას, მოზარდებში, სტუდენტებში მსოფლიო ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სალიტერატურო სიახლეების გაცნობას.
„პროსპეროს წიგნების„ იუბილეზე დაგეგმილი იყო აქტივობა სხვადასხვა მიმართულებით. მომხმარებელს უაფასო ყავასთან ერთად შეეძლო ყველა ნივთზე 25 %-იანი ფასდაკლებით და ასევე შენაძენზე 25.00 ლარიანი ქეშბექით ესარგებლა.
იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე, სიტყვით გამოვიდნენ: პროსპეროს წიგნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ირინა ცერცვაძე, დამფუძნებელი სტივენ ჯონსონი და აღმსრულებელი დირექტორი თამარ მეგრელიშვილი - ჯონსონი, ასევე მოწვეული სტუმრები.