ქართული წიგნები
თეთრი ძაღლი
რომენ გარი ცნობილი ფრანგი მწერლის, რეჟისორის, სამხედრო მფრინავისა და დიპლომატის, რომან კაცევის (1914-1980) ფსევდონიმია. გარი მეოცე საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში ყველაზე გახმაურებული და შთამბეჭდავი მისტიფიკაციის ავტორია. იგი ერთადერთი მწერალია, ვისაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია, რომელიც - წესის მიხედვით - ავტორს მხოლოდ ერთხელ ენიჭება. მეორე გონკური მწერალს ემილ აჟარის ფსევდონიმით გამოცემული რომანისთვის ერგო.
თეთრი ძაღლი“ ავტობიოგრაფიული წიგნია. ეს არის ადამიანისა და ძაღლის ურთიერთობის ტრაგიკული ისტორია - რეალური ამბავი, თუ როგორ ცდილობდა მწერალი ხელახლა გაეწვრთნა და ადამიანებისთვის უსაფრთხო არსებად ექცია პოლიციის მიერ საგანგებოდ შავკანიანებზე დაგეშილი ნაგაზი.
ფრანგულიდან თარგმნა მერაბ ფიფიამ.