ქართული წიგნები
აბრეშუმი/მეოცე
მთარგმნელთა ჯგუფი: ხათუნა ცხადაძე ("მეოცე") & დალი იაშვილი ("აბრეშუმი"). ალესანდრო ბარიკო იტალიელი მწერალია, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორი. მისი ნაწარმოებები მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნება და მკითხველთა დიდი სიყვარულითა და აღიარებით სარგებლობს. „უკვდავი ბიბლიოთეკის“ ეს წიგნი ბარიკოს ორ ნაწარმოებს აერთიანებს: „აბრეშუმსა“ და „მეოცეს“. ორივე მათგანზე ცნობილი ფილმები გადაიღეს ფრანსუა ჟირარმა („აბრეშუმი“) და ჯუზეპე ტორნატორემ („ლეგენდა 1900“). „ყველა ამბავს თავისი მუსიკა აქვს“. – წერს ალესანდრო ბარიკო „აბრეშუმის“ წინასიტყვაობაში და მართლაც, მისი ნაწარმოებები სიტყვებად გადმოცემული მუსიკაა, სადაც თითოეული ბგერა უნიკალურად ჟღერს. მისი მუსიკა ზოგჯერ სევდიანია, ზოგჯერ – ცრემლებამდე სიცილის მომგვრელი, ზოგჯერ რომანტიკული სიმღერაა, „თეთრი მუსიკა“, როგორც თავად დაწერა „აბრეშუმზე“, ზოგჯერ კი რეგთაიმია, რომელზეც „ღმერთი ცეკვავს, როცა არავინ ხედავს“.