პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
მეფე ერეკლე ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში

ქართული წიგნები

მეფე ერეკლე ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში

ავტორი
Giorgi Kalandia
ენა
ინგლისური
ISBN
9789941096402
გვერდები
231
წონა
0.400   კგ
გამოცემა
2017
ფორმატი
Paperback თხელყდიანი
27 ₾
  ამოწურულია
   სასაჩუქრე შეფუთვა
აღწერა

დაახლოებით 2 წლის წინ ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ დუბლინში მიაკვლია 200-ზე მეტ საგაზეთო კორესპონდენციას საქართველოსა და ერეკლე მეორის შესახებ.

ცნობების უმრავლესობა ბრიტანულ პრესასა და სამეცნიერო გამოცემებშია გამოქვეყნებული, მცირე ნაწილი კი - ირლანდიაში.

პირველი პუბლიკაცია მეფე ერეკლეს შესახებ ბრიტანულ პრესაში 1750 წელს ჩნდება - ქართველ მეფეზე იწერებოდა “ლონდონ ივნინგ პოსტ“-ში, “ლონდონ ქრონიქლ“-ში, “უაიტჰოლ პოსტ“-ში, “დეილი ედვერთაიზერ“-ში, “მორნინგ ქრონიქლ“-ში, “ოლდ ინგლენდს ჯორნალ“-ში და ა.შ.

ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიორგი კალანდიამ სულ 29 გამოცემა მოიპოვა, რომლებიც ერეკლე მეორისა და მისი საქმეების შესახებ აქტიურად წერდნენ. ხელოვნების სასახლის დირექტორის თქმით, დასავლურ სამყაროს მანამდე არც ერთი ქართველი მონარქის მიმართ არ გამოუჩენია მსგავსი ყურადღება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ერეკლე მეორის შესახებ ინფორმაცია იბეჭდებოდა არა მხოლოდ გამოცემების შიდა გვერდებზე, არამედ ქართლ-კახეთის მეფის თაობაზე ბრიტანული პრესა პირველ გვერდებზე აქვეყნებდა ინფორმაციას.

აი, როგორ ახასიათებდა ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემა “London Magazine On Gentlman’s monthly Intelligencer“-ში 1755 წელს ერეკლე მეფეს: “თუ იმ ადამიანებს ვენდობით, ვინც იგი ნახა და გაიცნო, ის აღმოსავლეთის ყველაზე გამოცდილი პრინცია. ასაკით 27 წლისა, გამაოგნებელი გულადობა შესანიშნავად ერწყმის ბრძენკაცურ სიმშვიდეს. უკიდეგანო გამოცდილება, უძლეველი ვაჟკაცობა, სანიმუშო ღირსება, კეთილშობილებით სავსე სამართლიანობა და უსაზღვრო სივრცე აზროვნებისა. მისმა ღირსებებმა ის საკუთარი ხალხისა და ჯარისკაცების კერპად, მეზობლების აღფრთოვანების საგნად და მტრების შიშის ზარად აქცია! მისი სიმაღლე საკმაოზე მეტია, სხეული კარგად ჩამოსხმული, სახის წყობა მიმზიდველი, მისი მანერები და ტანსაცმელი უბრალოა, თუმცა მთლიანობაში ეს პიროვნება ისეთ დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მას საკუთარი სასახლის ღირსეულ პრინცად და არმიის შესანიშნავ გენერლად აღიქვამ. მე ჰერაკლიუსის ხასიათის შესახებ მხოლოდ სიმართლეს ვამბობ და რა უნდა იყოს სხვა მისგან მოსალოდნელი, პრინცისაგან, რომელმაც საკუთარ თავში ამდენი ბრწყინვალე თვისება გააერთიანა, რომელიც ძლევამოსილად ფლობს საქართველოს და სპარსეთის სომხეთის ორ დიდებულ სამეფოს, ვისაც გააჩნია ყველაზე დიდი უპირატესობა იყოს აღმოსავლეთის უმამაცესი ერების მთავარსარდალი, იმ ხალხისა, რომელიც საკუთარი პრინცისა და ქრისტიანული რწმენის დასაცავად დაუფიქრებლად გაწირავს თავს”.

გიორგი კალანდია თვლის, რომ მე-18 საუკუნის ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში მოძიებული ცნობების გამოქვეყნება რადიკალურად შეცვლის საზოგადოების დამოკიდებულებას ერეკლე მეფისადმი.