არამხატვრული ლიტერატურა
Think and Grow Rich
იფიქრე და გამდიდრდი-ს უწოდეს „ყველა მოტივაციური ლიტერატურის ბაბუა“. ეს იყო პირველი წიგნი, რომელმაც თამამად იკითხა: "რა გაქცევს გამარჯვებულად?" ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც მოისმინა პასუხი, ნაპოლეონ ჰილი, ახლა თავად დგას მსოფლიოს გამარჯვებულთა პირველ რიგებში.
წიგნის პირველ ვერსიაში, რომელიც გამოქვეყნდა 1937 წელს, ჰილი ეყრდნობა ენდრიუ კარნეგის, თომას ედისონის, ჰენრი ფორდის და მისი თაობის სხვა მილიონერების ისტორიებს თავისი პრინციპების საილუსტრაციოდ. განახლებულ ვერსიაში, კი ასევე გვხვდება თუ როგორ მიაღწიეს წარმატების პიკს მერი ქეი ეშმა, დეივ თომასმა, ბილ გეითსმა და სერ ჯონ ტემპლტონმა. ახალ ვერსიაში მოძველებული ან გაუგებარი ტერმინოლოგია და მაგალითები განახლებულია, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე დაბრკოლება მკითხველთა ახალი თაობისთვის.