არამხატვრული ლიტერატურა
Savoring Georgia (A person Journey Through Time and Taste)
წიგნი ქართული სამზარეულო და სანადიმო ტრადიციების მსოფლიო კულინარიული კულტურის ფონზე განხილვის პირველი ცდაა. საქართველო, როგორც წინა აზიის განუყოფელი ნაწილი, მრავალი კულტურის გავლენას განიცდიდა. "წიგნის მიზანია გავყვეთ ამ გავლენათა კვალს, რათა უკეთ გამოჩნდეს ის, რაც საკუთრივ ქართულია, ანუ რაც ამ გავლენებს ადგილზე ხვდებოდა" - წერს ავტორი. "ქართული გემოს" სპეციფიკის გამოსავლენად ავტორი მას "სხვა გემოებთან" შედარებით განიხილავს. წიგნი დროსა და სივრცეში გვამოგზაურებს, რადგან საქართველოში გამოყენებული ძირითადი საკვები პროდუქტებისა და სანელებლების გავრცელებასთან დაკავშირებული ამბები სხვადასხვა კონტინენტებსა და კაცობრიობის ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთებს მოიცავს.
წიგნში თავმოყრილია მდიდარი საილუსტრაციო მასალა. საქართველოს შესანიშნავი ლანდშაფტის, ძვირფასი ხელნაწერული, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალის ფოტოების გარდა, წიგნი მკითხველს სთავაზობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში დაცული უნიკალური ექსპონატების ფოტორეპროდუქციებს.
წიგნი დაწერილია შემეცნებით-პოპულარული ლიტერატურის სტილში და განკუთვნილია მასობრივი მკითხველისათვის
ილუსტრაცია ყდაზე: თამარ კვესიტაძის კომპოზიცია, ფოტო: ნანა დოლიძე