პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
ნიკო ფიროსმანი - ცხოვრება და შემოქმედება

წიგნები კავკასიის თემაზე

ნიკო ფიროსმანი - ცხოვრება და შემოქმედება

ავტორი
შორენა შავერდაშვილი (თარგმნა- ჯო შორტ ბატლერი)
ენა
ინგლისური
ISBN
9789941855443
გვერდები
250
წონა
2   კგ
გამოცემა
2023
ფორმატი
Hardcover/სქელყდიანი
აღწერა

სამენოვანი წიგნი-ალბომი: "ნიკო ფიროსმანი - ცხოვრება და შემოქმედება", ავტორი: თემო ჯაფარიძე.

 

წიგნის ქართველ, ფრანგ და ინგლისურენოვან მკითხველს საშუალება აქვს, გაეცნოს, აწ გარდაცვლილი მწერლისა და მხატვრის, თემო ჯაფარიძის ძალიან საინტერესო და სიღრმისეულ ნარკვევს ფიროსმანზე, რომელიც მან 1998 წელს დაწერა და მცირე კრებულად გამოსცა.

 

ჯაფარიძე მოგვითხრობს ხშირად ნაკლებად ცნობილ ბიოგრაფიულ დეტალებსა და ამბებს ფიროსმანის ცხოვრებიდან, და იმავდროულად, ცდილობს გაიაზროს ფიროსმანის ფენომენი და მისი შემოქმედება ფართო, ევროპულ კონტექსტში;

 

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, "ფიროსმანის ხელოვნებამ შექმნა საქართველოს სიმბოლო, მისი ერთგვარი ხატი და, იმავდროულად, თავად ფიროსმანი იქცა ხატად. უქონელი, მაგრამ სულიერად მდიდარი; გამჭრიახი, კეთილმოსურნეთა და არაკეთილმოსურნეთათვის თანაბრად გაუგებარი; ცხოვრების უსამართლობების პირისპირ უძლური და მაინც თავისი მოწოდების ერთგული; ღრმად ემოციური და სიტყვაძვირი; რთული ხასიათის და გულუბრყვილობამდე დიდსულოვანი - აი, ასეთია ფიროსმანი";

წიგნში ასევე თავმოყრილია ფიროსმანის 50-ზე მეტი რეპროდუქცია, რომელიც ეროვნულ მუზეუმშია დაცული;

 

პროექტის ხელმძღვანელი: შორენა შავერდაშვილი;

ინგლისურად თარგმნა ჯო შორტ ბატლერმა;

ფრანგულად თარგმნა სოფი ტურნონმა;

წიგნის შესავლის ავტორი: ჯო შორტ ბატლერი;

შესავალი ქართულად თარგმნა მაკა ალანიამ;

შესავალი ფრანგულად თარგმნა თამარ ლომიძემ;

რედაქტორები: შორენა ჭინჭარაული, ლია ჩოკოშვილი, ჯო ბატლერი, სოფი ტურნონი;

სამხატვრო მრჩეველი - ლელა ჯაფარიძე;

დიზაინერი - ბესო დანელია;

 

პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით;