მხატვრული ლიტერატურა
მეთხუთმეტე უბნიდან
მეივის გალანტი (1922¬2014) კანადელი მწერალი და ჟურნალისტია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა საფრანგეთში. წერდა ინგლისურ ენაზე. მისი შემოქმედება მოიცავს რომანებს, პიესას, ესეებს, მაგრამ უფრო¬ ცნობილია, როგორც მოთხრობების ავტორი. „მეთხუთმეტე უბნიდან“ ცხრა მოთხრობისგან შემდგარი კრებულია. მოთხრობებში აღწერილი ამბები გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში ხდება, თუმცა მათ უმრავლესობას მაინც ერთი საერთო თემა აქვს _ მეორე მსოფლიო ომი. პერსონაჟებიც საზოგადოების სხვადასხვა ფენას მიეკუთვნებიან და სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ, მაგრამ მათ შორისაც იკვეთება საერთო ხაზი: ისინი ან სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანები არიან, რომლებსაც თავიანთი ადგილი ვერ უპოვიათ ცხოვრებაში, ან ქალები და კაცები, რომელთა ცოლქმრული ცხოვრების სიმტკიცე საეჭვო გამხდარა, ან ხალხი, ვისაც უჭირს ილუზორული და ნამდვილი ცხოვრების ერთმანეთისაგან გარჩევა.