პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
ოჯახური ლექსიკა

ქართული მხატვრული ლიტერატურა

ოჯახური ლექსიკა

ავტორი
ნატალია გინძბურგი
ენა
ქართული
ISBN
9789941116131
გვერდები
216
წონა
0.300   კგ
გამოცემა
2021
ფორმატი
Paperback
აღწერა

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იტალიელი ქალი ავტორი „დიოგენეში“ პირველად გამოიცემა. ნატალია გინძბურგი (1916 - 1991) პალერმოში დაიბადა. ბავშვობა და სიყმაწვილე ტურინში გაატარა. გინძბურგმა წერა ადრე დაიწყო, ახალგაზრდობიდან ლიტერატორებისა და გამომცემლების წრეში ტრიალებდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ აქტიურად მონაწილეობდა ანტიფაშისტურ მოძრაობაში.

„ოჯახური ლექსიკა“ ნატალია გინძბურგმა 1963 წელს დაწერა. რომანმა იტალიის ყველაზე პრესტიჟული პრემია „სტრეგა“ მიიღო. წიგნში ნახსენები ადგილები, ამბები და მოქმედი გმირები ნამდვილია, მწერალს არაფერი გამოუგონია, თუმცა, როგორც თვითონ წერს: „მეხსიერება მყიფე რამაა და წიგნები, რომლებიც რეალობას ასახავს, სხვა არაფერია, თუ არა მკრთალი ანარეკლი და ნამსხვრევები იმისა, რაც გვინახავს ან გვსმენია“.

ამ რომანმა ავტორს განსაკუთრებული პოპულარულობა მოუტანა. ეს არის იუმორით განზავებული, მსუბუქი და ლაკონიური ენით დაწერილი მოგონებები დიდ ოჯახში გატარებულ ბავშვობასა და სიყმაწვილეზე, ომისწინა მღელვარე დროსა და ცხოვრების სირთულეებზე, რომლებიც ავტორმა ახლობლებთან ერთად გამოიარა.