ქართული წიგნები
ინგლისური ენის სახალისო სახელმძღვანელო ბავშვებისთვის
ამ სახალისო სახელმძღვანელოს მეშვეობით შეძლებთ იმოგზაუროთ ინგლისური ენის ანბანის სამყაროში, სადაც, არამარტო ისწავლით ანბანს და ივარჯიშებთ წერის პრაქტიკაში, არამედ დაეუფლებით ახალ სიტყვებს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რადგან მასში მოცემული სახალისო და საინტერესო დავალებები ასევე ორიენტირებულია მოსწავლეთა ნატიფი მოტორიკის, ანალიზის, შეფასებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარების განვითარებაზე. და რაც მთავარია - სახელმძღვანელოში შეხვდებით ძალიან ბევრ ფერად, ლამაზ და საინტერესო პერსონაჟსა და ილუსტრაციას, რომელიც მოსწავლეების მოტივაციას აამაღლებს, გაზრდის მათ ჩართულობას და ხელს შეუწყობს ხალისით სწავლებას.
ეს წიგნი არაჩვეულებრივი რესურსია როგორც მასწავლებლებისა და მშობლებისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისათვის, ვისაც სურს, სწავლის სიყვარული შთააგონოს პატარებს.