ქართული მხატვრული ლიტერატურა
ძვირფასი სიცოცხლე
2013 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კანადელ მწერალ ელის მანროს (1931) გადაეცა. ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი იყო. მწერლის ნიჭსა და ოსტატობაში ეჭვი არავის შეჰპარვია (მანრო მანამდეც არაერთი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი იყო), გაკვირვება სხვა რამემ გამოიწვია - ელის მანრო მოთხრობის ჟანრის ოსტატია, რომანი არასდროს დაუწერია, მცირე პროზის ავტორები კი სქელტანიანი რომანების ავტორების გვერდით თითქმის ყოველთვის იჩაგრებიან ხოლმე.