ქართული მხატვრული ლიტერატურა
იმედი არ გქონდეთ, რომ წიგნებს მოიშორებთ!
მიჩვეული ხართ კითხვას კომპიუტერის ეკრანზე, მობილურ ტელეფონში ან ელექტრონულ მკითხველში? არ დადიხართ წიგნის მაღაზიებში და მით უმეტეს ბიბლიოთეკებში? წიგნებისგან თავის დაღწევის იმედი გაქვთ? ,,იმედი არ გაგიმართლებთ!'' - ამბობს მეგობრული საუბრის მონაწილე ორი ევროპელი ინტელექტუალი: „წიგნი ისეთივე ობიექტად რჩება, როგორიც კოვზი, ჩაქუჩი, ბორბალი თუ მაკრატელია. ეს საგნები გამოგონების შემდეგ ვეღარ გააუმჯობესეს. კოვზზე უკეთესი კოვზის გამოგონებას ვერ შეძლებთ“.