პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
 სტილისტური სავარჯიშოები

ქართული მხატვრული ლიტერატურა

სტილისტური სავარჯიშოები

ავტორი
რემონ კენო
ენა
ქართული
ISBN
9789941118630
გვერდები
126
წონა
0.300   კგ
გამოცემა
2024
ფორმატი
Paperback
აღწერა

მეოცე საუკუნის თვალსაჩინო ფრანგი მწერალი, პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი რემონ კენო (1903 -1976) ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტია პატაფიზიკის სფეროში. ის არის ,,პოტენციური ლიტერატურის სახელოსნოს'' დამაარსებელი, ,,პლეადის ენციკლოპედიის'' დირექტორი. მისი წამოწყებულია ფრანგული ენის რეფორმა და ამასთანაა დაკავშირებული მისი ექსპერიმენტები ლიტერატურაში - სხვადასხვა ლიტერატურული ხერხისა თუ სასაუბრო მეტყველების, ჟარგონის, არქაიზმებისა და ნეოლოგიზმების  გამოყენება. 

,,სტილისტური სავარჯიშოები'' სწორედ ამის ნიმუშია. მგზავრებით სავსე პარიზის ერთ-ერთ ავტობუსში მომხდარი სრულიად უბრალო ამბავი სხვადასხვანარადაა მოთხრობილი. კენო იყენებს ნაირ-ნაირ ლიტერატურულ ხერხს, სამეცნიერო თუ პროფესიულ ჟარგონს - ბოტანიკურს, ზოოლოგიურს, გასტრონომიულს, ალგებრულს, ფილოსოფიურს, ასევე სასაუბრო მეტყველებას თუ დახვეწილ და მაღალფარდოვან სტილს. საბოლოოდ ვიღებთ ნაწარმოებს, რომლის მიკუთვნება რომელიმე ჟანრისთვის შეუძლებელია.