ქართული მხატვრული ლიტერატურა
პალომა - უცნაური მეფის ასული
ბავშვობაში ყველა გოგონა ოცნებობს მეფის ასულობაზე, მაგრამ იციან მათ, რომ ყველა პრინცესა ერთნაირი არ არის? ზოგი მათგანი უცნაურია. უცნაურია იმიტომ, რომ ჩვეულებრივ გოგონას ჰგავს და სულ არ იქცევა ისე, მეფის ასულს რომ შეჰფერის. სწორედ ასეთია ერთი პატარა, ძალიან ლამაზი ქვეყნის მეფის ასული - პალომა. სასახლის ისტორიკოსიც ამტკიცებდა, ასეთი უბრალო ბავშვი ამ სასახლეში არასდროს დაბადებულაო. ჰოდა, ყველას რომ უკვირდა პალომას საქციელი, მან სასახლიდან წასვლა გადაწყვიტა. აი, ასე დაიწყო ყველაფერი. პალომას ბევრი რამ გადახდა თავს, მაგრამ კეთილი მეფის ასული არ შეცვლილა, პირიქით, მან თავად შეცვალა ყველა, ვისაც შეხვდა.
,,პალომა - უცნაური მეფის ასული'' არ არის ზღაპარი ტრადიციული გაგებით. აქ ვერ შეხვდებით ჯადოსნურ ნივთებს და მოვლენებს. მაგრამ ეს მოთხრობა მაინც ჯადოსნური ზღაპარია, რადგანაც ბევრ ბავშვს შეაყვარა წიგნის კითხვა.
წიგნის ორენოვანი, ქართულ-ინგლისური ვერსია პირველად გამოიცა 2006 წელს.