საბავშვო წიგნები
Wonka
ჩარლიმდე და „შოკოლადის ფაბრიკამდე“, იწყება ამბავი გამოგონებებსა და ფანტაზიაზე . . .
ბავშვობიდანვე უილი ვონკა (Willy Wonka) ოცნებობდა შოკოლადის დამზადებასა და მის მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაზე.
ახალგაზრდობაში იგი ჩამოდის მსოფლიო დონის ცნობილ „გალერეა გურმეში“ (Galeries Gourmet) — გადაწყვეტილი, რომ შეცვალოს სამყარო თითოეული უგემრიელესი ლუკმით.
თუმცა, შურიანი შოკოლადის მწარმოებლების ტრიოსგან დევნილ და სამრეცხაოში სამუდამო მძიმე შრომაში მოტყუებით ჩათრეულ ვონკას ცოტოდენი იღბალი, უამრავი მაგია და მეგობრების დახმარება დასჭირდება საკუთარი ბედისწერის აღსასრულებლად.
რადგან თუკი იმდენად იღბლიანი ხართ, რომ უილი ვონკას შეხვდეთ, ყველაფერი შესაძლებელია.
ეს გემრიელი ამბავი ოცნებებზე, მეგობრობასა და შოკოლადზე ეფუძნება დიდ მხატვრულ ფილმს „ვონკა“ (Wonka), რომლის რეჟისორიცაა პოლ კინგი. მან შექმნა ეს ისტორია და სცენარი საიმონ ფარნაბისთან ერთად დაწერა. წიგნად კი ეს ამბავი ბესტსელერების ავტორმა, სიბელ პაუნდერმა (Sibéal Pounder) აქცია.







