პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
Medical English Dialogues

ინგლისური სასწავლო წიგნები

Medical English Dialogues

ავტორი
ელენე ფაღავა
ენა
ინგლისური
ISBN
9789941118746
გვერდები
178
წონა
0.200   კგ
გამოცემა
2024
ფორმატი
Paperback თხელყდიანი
აღწერა

ვისთვის არის წიგნი განკუთვნილი?
წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს  სამედიცინო ინგლისურით დაინტერესებულ  ნებისმიერ პირს, ვინც მიზნად ისახავს, თავდაჯერებულად დაამყაროს კომუნიკაცია სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან, შეძლოს ინგლისურენოვან გარემოში წარმატებით მუშაობა.
სტუდენტები, ინტერნები, ექიმები ,ექთნები, ფარმაცევტები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები,  დასაქმებული ან დასაქმების მსურველი პროფესიონალები და  მედიცინით დაინტერესებული პირები რეალური სასწავლო  და სამუშაო სიტუაციების ამსახველი დიალოგების მეშვეობით შეძლებენ, გამოიმუშაონ საჭირო ლინგვისტური უნარები და გახდნენ კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე.
წიგნში მოცემული ლექსიკური მასალა განკუთვნილია ინგლისური ენის B1-B2 დონის შემსწავლელთათვის.

 

 

რას გვთავაზობს წიგნი?
12 დიალოგს, რომლებშიც მოდელირებულია  მოცემული სფეროს მნიშვნელოვანი თემები და სიტუაციები, როგორებიცაა ადამიანის ანატომიისა და ფიზიოლოგიის საკითხები, ავადმყოფის მიღება და გაწერა, ანამნეზის შეკრება, ფიზიკალური და ინსტრუმენტალური გამოკვლევები, პროპედევტიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, პროფილაქტიკა,  მედიკამენტები და მათი გვერდითი ეფექტები, სამეცნიერო კვლევა მედიცინაში და ბიოეთიკის საკითხები.
ლექსიკურ დავალებებს, რომლებიც სპეციფიკური სამედიცინო ტერმინოლოგიის გამოყენებასა და ათვისებაზეა ორიენტირებული;
თარგმნის ტიპის სავარჯიშოებს, რომელთა მიზანია შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენება;
სალაპარაკო უნარებზე ორიენტირებულ თემატურ კითხვებს;
მოცემული  დიალოგების თემატიკის შესაბამის მოსასმენ დავალებებს;
შემაჯამებელ დავალებებს ყოველი ოთხი დიალოგის შემდეგ;
50 ყველაზე ხშირად გამოყენებად იდიომას, ახსნილს კონკრეტული მაგალითებითა და ტესტური დავალებებით.  
 
 წიგნს გააჩნია როგორც თვითმასწავლებლის, ისე სასწავლო აუდიტორიაში გამოსაყენებელი რესურსის ფუნქცია.