მხატვრული ლიტერატურა
Gnosis or the Heart of an Angel
‘გნოზისი, ანუ ანგელოზის გული’ სულიერი ცოდნის მაძიებელთათვის განკუთვნილი სრულყოფილი სახელმძღვანელოა. ოთხ ტომად დაწერილი წიგნი გვაწვდის უნიკალურ ინფორმაციას ისეთ სულიერ პრინციპებზე, რომლებიც სამყაროსა და კაცობრიობის არსებობას განაგებენ. იგი აცოცხლებს ოდესღაც არსებულ, მაგრამ აქამდე დაკარგულ ეზოთერულ საკრალურ ცოდნას. იმმას ნაშრომი მნიშვნელოვან და უნიკალურ წვლილს შეიტანს სულიერების გარშემო მიმდინარე დიალოგში. ის გვთავაზობს ახალ პერსპექტივას სწორედ მაშინ, როდესაც გლობალური გამოწვევები განსაკუთრებით გამწვავდა, ხოლო ამის ფონზე სულიერი ზრდის მოთხოვნილება მატულობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი პასუხს სცემს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც თანამედროვე ადამიანს დაუგროვდა სულიერი ცხოვრების გზაზე.
ეკა მიქელაძე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია. ოც წლიანი პროფესიული კარიერის მანძილზე ეკამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უამრავ სამეცნიერო პროექტში სხვადასხვა აკადემიურ დაწესებულებაში მუშაობის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ეკას სამეცნიერო კარიერა მოულოდნელმა გარემოებამ შეაჩერა, მისი ‘მოგზაურობა’ გაგრძელდა შინაგანი წიაღსვლებით, რაც მისთვის მისტიკურ გამოცდილებად გადაიქცა, რომელსაც გვიზიარებს წარმოდგენილ წიგნში. როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერი და მკვლევარი, ეკა იყენებს ინტერდისციპლინარულ მიდგომას, აერთიანებს რა ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის, ფილოსოფიის, ხელოვნების, ისტორიისა და კოსმოლოგიის ცოდნას. ეს მეთოდური მრავალფეროვნება არა მხოლოდ ამდიდრებს ნარატივს, არამედ ხელს უწყობს, რთული კონცეფციები ხელმისაწვდომი და ადვილად გასაგები გახადოს თანამედროვე მკითხველისთვის.






