პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
Careless People: A story of where I used to work

არამხატვრული ლიტერატურა

Careless People: A story of where I used to work

ავტორი
Sarah Wynn-Williams
ენა
ინგლისური
ISBN
9781035065936
გვერდები
400
წონა
1.200   კგ
გამოცემა
2025
ფორმატი
Hardcover/სქელყდიანი
აღწერა

დღევანდელი რეალობა ვერ წარმოგვიდგენია სოციალური ქსელის გარეშე. დიდი თუ პატარა  "ცხოვრობს" კომპიუტერში ან სმართფონში და ძალაუნებურად ჩართულია გლობალურ პროცესებში. თუმცა, ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, ვინ ემსახურება იმ უზარმაზარ სამყაროს, რომელსაც Facebook ჰქვია. Careless People-ის ავტორი სარა უინ-უილიამსი ახალი ზელანდიიდანაა. დიპლომატიური კარიერის დასაწყისში მუშაობდა საერთაშორისო საკითხებსა და უსაფრთხოების სფეროში. 2011 წელს შეუერთდა Facebook-ს (დღეს უკვე Meta) და მალე მოიპოვა მაღალი პოზიციები კომპანიაში. თუმცა იქ მუშაობის 10 წლის მანძილზე ბევრი რამ დაინახა "შიგნიდან", კარგად გაიცნო მარკ ცუკერბერგისა და შერილ სანდბერგის გარემოცვა და მიხვდა, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიურმა ძალაუფლებამ ზიანი მიაყენოს როგორც ადამიანებს, ასევე პოლიტიკურ პროცესებს. შოკისმომგვრელი და მუქი იუმორით სავსე Careless People მკითხველს საშუალებას აძლევს, პირდაპირი მოწმის თვალით დააკვირდეს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენს სამყაროს აყალიბებს და იმ ადამიანებს, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს.