ხელოვნება და ფოტოგრაფია
Art: The Definitive Visual Guide (DK Definitive Cultural Histories)
კულტურითა და ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანი ყოველთვის მიისწრაფვის დაიკმაყოფილოს ესთეტიკური "წყურვილი" და მიიღოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.
მაგრამ, ცხადია, შეუძლებელია ყველაფრის ნახვა თუ შესწავლა. ამდენად, საინფორმაციო გზამკვლევები მეტად საჭირო და მნიშვნელივანია, მითუმეტეს, თუ საქმე ეხება ისეთ მასშტაბურ, ვიზუალურად შთამბეჭდავ წიგნს, როგორიცაა ენდრიუ გრაჰამ-დიქსონის Art: The Definitive Visual Guide. მასში ქრონოლოგიურადაა მიმოხილული ხელოვნების ისტორია უძველესი დროიდან დღემდე.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია ამ წიგნის ვიზუალური მასალის და ტექსტის ჰარმონია: გვერდები აგებულია როგორც გამოფენის სივრცე, რაც კითხვის პროცესს ცოცხალს და მიმზიდველს ხდის.







