მხატვრული ლიტერატურა
Happy Place
ჰარიეტი და უინი იდეალური წყვილია — ისინი ერთმანეთს ისე უხდებიან, როგორც პური და კარაქი, ჯინი და ტონიკი, ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი. ყოველ წელს ისინი თავს აღწევენ ყოველდღიურობას და მიდიან დასასვენებლად, რათა თავიანთ საყვარელ ადამიანებთან ერთად ბევრი ღვინო დალიონ. თუმცა, წელს ისინი ყველას უსინდისოდ ატყუებენ, რადგან ჰარიეტი და უინი ექვსი თვის წინ დაშორდნენ. ეს ამბავი კი ჯერჯერობით არავისთვის უთქვამთ.
მაგრამ რადგან ეს კოტეჯი იყიდება, ეს უკანასკნელი შემთხვევაა, როდესაც ისინი ყველანი ერთად იკრიბებიან. მათ არ სურთ თავიანთ საუკეთესო მეგობრებს გული ატკინონ, ამიტომ გადაწყვეტენ, კიდევ ერთი კვირით თავი მოაჩვენონ, თითქოს ისევ ერთად არიან. მაგრამ როგორ უნდა ითამაშო შეყვარებულის როლი — და ეს ისე გააკეთო, რომ ეჭვი არავინ აიღოს — იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ყველაზე კარგად გიცნობენ?







