არამხატვრული ლიტერატურა
A History of Britain in Ten Enemies
ოჰ, ბრიტანეთი. ასეთი განსაკუთრებული. დედამიწაზე უდიდესი ერი, როგორც ზოგიერთები ამბობენ. და ამ ყველაფერს სრულიად დამოუკიდებლად მივაღწიეთ. განა ასე არ არის...?
თუმცა, რეალურად, ბრიტანეთმა (Britannia) სახელი რომაელებისგან მიიღო, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში კი ჩვენ გერმანელები გვმართავდნენ. როგორც „საზარელი ისტორიების“ (Horrible Histories) ავტორი, ტერი დირი ამტკიცებს, ერებსა და მათ ლიდერებს სწორედ მათ მიერ შეძენილი მტრები განსაზღვრავენ. შეიძლება ითქვას ისიც, რომ ამ მტრებმა აქციეს ბრიტანეთი იმად, რაც დღეს არის...
მაგალითად, იცოდით თუ არა, რომ:
· ელისაბედ I-ს მცირე გავლენის მქონე სამეფო ოჯახის წევრად ჩათვლიდნენ, რომ არა ესპანური არმადა?
· ნაცისტების გარეშე, ჩერჩილს მხოლოდ ოპოზიციონერ ყბედად გაიხსენებდნენ?
· ხოლო საოცრად სადისტი ბოუდიკა საერთოდ მივიწყებული იქნებოდა, რომ არა რომაული მეცხრე ლეგიონი?
ბოლოს და ბოლოს, ყველა ერს სჭირდება ხოლმე ცოტოდენი გამაერთიანებელი „ბლიცის სულისკვეთება“, ხომ ასეა? (თუმცა, იდეალურ სამყაროში, თავიდანვე შემთხვევით არ გავუშვებდით ხელიდან კაპრალ ჰიტლერს).







