მხატვრული ლიტერატურა
Hello Beautiful
საუკეთესო მეგობრები და დები — ოთხი პადავანო გოგონა თავიანთ მჭიდროდ შეკავშირებულ იტალიურ-ამერიკულ უბანში სასიამოვნო ქაოსს ამკვიდრებს. უილიამ უოტერსი კი გაიზარდა სახლში, რომელიც ტრაგედიამ დაადუმა, სადაც მშობლები მას ძლივს უყურებდნენ, სიყვარულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამიტომ, როდესაც იგი სიცოცხლით სავსე და ამბიციურ ჯულია პადავანოს ხვდება, მის ირგვლივ სამყარო თითქოს ხელახლა ნათდება.
ჯულიასთან ერთად მის ცხოვრებაში მისი ოჯახიც შემოდის: სილვი — ოჯახის მეოცნებე, რომელიც ყველაზე ბედნიერია, როდესაც წიგნებშია ჩაფლული; სესილია — თავისუფალი სულის მქონე ხელოვანი; და ემილაინი, რომელიც მოთმინებით ზრუნავს ყველაზე. თუმცა, როდესაც უილიამის წარსულიდან წამოსული სიბნელე მისი მომავლის ნათებას საფრთხეს უქმნის, მისი უახლოესი მესაიდუმლე ჯულია კი არა, სილვი ხდება. ამას მოჰყვება კატასტროფული განხეთქილება, რომელიც ოჯახს ნატეხის ორ სხვადასხვა მხარეს ტოვებს.
შეძლებენ ისინი ერთმანეთისკენ მიმავალი გზის ხელახლა პოვნას? შეუძლია სიყვარულს დანგრეული ოჯახის გამთლიანება?







