არამხატვრული ლიტერატურა
The Man Who Solved the Market: How Jim Simons Launched the Quant Revolution
ჯიმ საიმონსი (Jim Simons) თანამედროვე ფინანსური ისტორიის უდიდესი ფულის შემქმნელია. მისი მაჩვენებლები სჯობს ისეთი ლეგენდარული ინვესტორების რეკორდებს, როგორებიც არიან უორენ ბაფეტი, ჯორჯ სოროსი და რეი დალიო. მიუხედავად ამისა, საიმონსი და მისი სტრატეგიები საიდუმლოებითაა მოცული. ფინანსური ინდუსტრია დიდი ხანია ესწრაფვის ჩაიხედოს საიმონსის გასაიდუმლოებულ ჰეჯ-ფონდში — Renaissance Technologies, Wall Street Journal-ის ვეტერან რეპორტიორს, გრეგორი ცუკერმანს (Gregory Zuckerman) კი მკითხველისთვის ხელთუვალი მასალა გამოაქვს.
მათემატიკოსის ლეგენდარული კარიერისა და საბჭოთა კოდების გატეხვის სფეროში მუშაობის შემდეგ, საიმონსმა რადიკალური მიდგომით ფინანსური ბაზრების დაპყრობა განიზრახა. საიმონსმა დაიქირავა ფიზიკოსები, მათემატიკოსები და კომპიუტერული მეცნიერები — რომელთა უმეტესობამ თითქმის არაფერი იცოდა ფინანსების შესახებ — რათა მოეგროვებინათ უზარმაზარი მონაცემები და შეექმნათ ალგორითმები გლობალურ ბაზრებზე ღრმად დამალული კანონზომიერებების აღმოსაჩენად. ექსპერტები ამას სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა საიმონსი და მისი კოლეგები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანები გახდნენ, მათ მიერ მათემატიკური მოდელების შექმნისა და მონაცემთა დამუშავების სტრატეგია კი თითქმის ყველა ინდუსტრიამ გადაიღო. საიმონსმა და მისმა გუნდმა თავიანთი სიმდიდრე პოლიტიკის, ფილანთროპიისა და მეცნიერების სამყაროს შესაცვლელად გამოიყენეს, თუმცა ისინი არ იყვნენ მზად ამას მოყოლილი მკაცრი უკუკავშირისთვის.
ამ დინამიკურ თხრობაში ცუკერმანი იკვლევს, თუ როგორ წამოიწყო საიმონსმა კვანტური (რაოდენობრივი) რევოლუცია უოლ სტრიტზე და ააშკარავებს იმ გავლენას, რომელიც საიმონსმა — კვანტების (quants) ჩუმმა მილიარდერმა მეფემ — ფინანსების საზღვრებს მიღმა არსებულ სამყაროზე მოახდინა.







