საბავშვო წიგნები
Esio trot
მაღალ შენობაში, სულ მარტო ცხოვრობს მისტერ ჰოპი (Mr Hoppy).
ქვედა სართულზე კი მისის სილვერი (Mrs Silver) ცხოვრობს. მისტერ ჰოპის იგი უყვარს. მისის სილვერს კი თავისი კუ, ალფი (Alfie) უყვარს. ოჰ, ნეტავ შეეძლოს მისტერ ჰოპის რაიმე ისეთი გმირული საქმის ჩადენა, რაც მას მისის სილვერის თვალში გმირად აქცევდა! და აი, ერთ დღესაც, მის გონებაში გასაოცარი იდეა იბადება.
შეძლებს მორცხვი მისტერ ჰოპი მისის სილვერის გულის მოგებას ჯადოსნური შელოცვის, კომბოსტოს ფოთლებისა და ას ორმოცი კუს დახმარებით?







