მხატვრული ლიტერატურა
Deception Point
როდესაც NASA-ს ახალი თანამგზავრი არქტიკის ყინულებში ღრმად დამარხული, გასაოცრად იშვიათი ობიექტის არსებობას დააფიქსირებს, რთულ მდგომარეობაში მყოფი კოსმოსური სააგენტო მისთვის ასე საჭირო გამარჯვებას აცხადებს... გამარჯვებას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს აშშ-ის კოსმოსური პოლიტიკისა და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
იმის გათვალისწინებით, რომ ოვალური კაბინეტის ბედი სასწორზე დევს, პრეზიდენტი თეთრი სახლის დაზვერვის ანალიტიკოსს, რეიჩელ სექსტონს არქტიკაში გზავნის, რათა აღმოჩენის ავთენტურობა გადაამოწმოს. ექსპერტთა ჯგუფთან, მათ შორის ქარიზმატულ მეცნიერ მაიკლ ტოლანდთან ერთად, რეიჩელი წარმოუდგენელ რამეს აწყდება — სამეცნიერო ფანდისა და მზაკვრული ტყუილის მტკიცებულებას, რომელიც მსოფლიოს დიდ სკანდალში ჩათრევით ემუქრება...
დენ ბრაუნის ბრწყინვალე ახალი თრილერი „საიდუმლოებათა საიდუმლო“, რომელშიც სიმბოლოების მკვლევარი რობერტ ლენგდონი ბრუნდება, უკვე ხელმისაწვდომია.







