მხატვრული ლიტერატურა
Last Friend Alive
The White Lotus ხვდება ლუსი ფოლის „სტუმრების სიას“ (The Guest List) ამ მძაფრსიუჟეტიან, მზით გამთბარ თრილერში, რომელიც მოგვითხრობს სამ შურისმაძიებელ ქალზე, ულამაზეს კუნძულოვან კურორტსა და ყველაზე ბნელ საიდუმლოებებზე.
საუკეთესო მეგობრები შეიძლება ყველაზე საშინელ მტრებად იქცნენ...
საუკეთესო მეგობრები — დარსი, კამილა და ქეითი — მალდივებზე ახლახან ჩაფრინდნენ მდიდრული შვებულების გასატარებლად. ისინი მოუთმენლად ელიან ათ დღეს მცხუნვარე მზის ქვეშ, კრისტალურად სუფთა წყალსა და თეთრქვიშიან პლაჟებზე.
თუმცა, ამ იდილიურ ფონზე, დიდი ხნის წინ დამარხული საიდუმლოებები სათითაოდ ტივტივდება და ქალური მეგობრობის ბნელი მხარე ზედაპირზე ამოდის.
ბოლოს და ბოლოს, როცა ერთმანეთს მთელი ცხოვრებაა იცნობთ, გულში წყენის ჩადება გარდაუვალია...
რომელი მათგანი დაბრუნდება ცოცხალი — თუ საერთოდ დაბრუნდება ვინმე?







