არქიტექტურა და ინტერიერი
On Architecture
ტრაქტატში „არქიტექტურის შესახებ“ (ძვ. წ. დაახლ. 40 წ.), ვიტრუვიუსი ათ ენციკლოპედიურ თავში განიხილავს რომაული არქიტექტურის, ინჟინერიისა და ქალაქგეგმარების ასპექტებს. ვიტრუვიუსმა ნაშრომში ასევე შეიტანა თავი ადამიანის პროპორციების შესახებ. ვინაიდან ეს არქიტექტურის შესახებ გადარჩენილი ერთადერთი ანტიკური ტრაქტატია, „არქიტექტურის შესახებ“ მეცნიერებისთვის ინფორმაციის ფასდაუდებელ წყაროდ იქცა. რენესანსის ეპოქაში ვიტრუვიუსის ხელახალმა აღმოჩენამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კლასიციზმის აღორძინებას როგორც ამ, ისე მომდევნო პერიოდებში. უამრავი არქიტექტურული ტრაქტატი ნაწილობრივ ვიტრუვიუსს ეფუძნებოდა ან მისი შთაგონებით შეიქმნა, დაწყებული ლეონ ბატისტა ალბერტის ნაშრომით „სამშენებლო ხელოვნების შესახებ“ (1485 წ.).







