მხატვრული ლიტერატურა
The Night She Disappeared
„დედა, აქ კოლეჯიდან არიან ბავშვები, თავისთან დამპატიჟეს. სულ რაღაც ერთი საათით. შეიძლება?“
2017 წლის ზაფხულის ბუნიობა: თინეიჯერი დედა, ტალულა, პაემანზე მიდის და თავის პატარა ვაჟს სახლში, დედასთან — კიმთან ტოვებს.
ღამის 11 საათზე იგი დედას ტექსტურ შეტყობინებას უგზავნის. დილის 4:30 საათზე კიმი იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ტალულა სახლში ჯერ არ დაბრუნებულა.
მეგობრები ეუბნებიან, რომ ტალულა ბოლოს მაშინ ნახეს, როდესაც იქვე, ტყეში მდებარე სახლში (რომელსაც „ბნელ ადგილს“ ეძახიან) აუზის წვეულებაზე მიდიოდა.
ტალულა აღარასოდეს ბრუნდება.
2018 წელი: სოფის ბოიფრენდმა ახლახან დაიწყო მუშაობა პანსიონატის დირექტორად. ამ სკოლის უკან, ტყეში სეირნობისას, სოფი ღობეზე მიჭედებულ ნიშანს ამჩნევს.
ნიშანს, რომელზეც წერია: აქ გათხარე...







