მხატვრული ლიტერატურა
The Family Upstairs
ლონდონის პრესტიჟულ უბანში, ჩელსის ერთ დიდ სახლში, პატარა ბავშვს საწოლში ღვიძავს. იგი მაძღარია, მასზე ნაზრუნებია და ბედნიერი ელოდება, როდის აიყვანს ვინმე ხელში.
სამზარეულოში კი სამი გახრწნილი გვამი ასვენია. მათ გვერდით ნაჩქარევად ჯღაბნილი ბარათი დევს.
ისინი უკვე რამდენიმე დღის დახოცილები არიან.
ვინ უვლიდა ბავშვს?
და სად წავიდნენ ისინი?
ორი გადახლართული ოჯახი.
სახლი ყველაზე ბნელი საიდუმლოებებით.
ლიზა ჯუელის დაუვიწყარი, დაძაბული თრილერი.







